Logo

ზელენსკი – რუსეთის ნებისმიერი ქმედება, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს რეაქტორების გათიშვის პროვოცირება, კიდევ ერთხელ დააყენებს სადგურს კატასტროფის წინაშე

უკრაინა
1462
Frontnews image description

სიტუაცია რჩება სახიფათო, ზაპოროჟიეს ატომური ელექტოსადგურის ქსელიდან ნებისმიერი გათიშვა მას კიდევ ერთხელ დააყენებს კატასტროფის წინაშე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.

 

ზელენსკის თქმით, უკრაინელი დიპლომატები და პარტნიორები ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებისთვის ბრძოლას.

 

“ჩვენი ბირთვული სპეციალისტები, ენერგეტიკული ინდუსტრიის ყველა სპეციალისტი, ახერხებენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაცვას ყველაზე უარესი სცენარისგან, რომელიც მუდმივად პროვოცირებულია რუსული ძალების მიერ. სადგური წარმატებით დაუკავშირდა ქსელს. ის აწარმოებს ენერგიას უკრაინისთვის. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სიტუაცია რჩება ძალიან სარისკო და სახიფათო. გუშინდელი მოვლენების ნებისმიერი გამეორება, ანუ სადგურის ქსელიდან ნებისმიერი გათიშვა, რუსეთის ნებისმიერი ქმედება, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს რეაქტორების გათიშვის პროვოცირება, კიდევ ერთხელ დააყენებს სადგურს კატასტროფის პირას. 

 

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ატომური სააგენტოს მისია მივიდეს სადგურზე რაც შეიძლება სწრაფად და მუდმივ რეჟიმში დაგვეხმაროს ატომური ელექტროსადგურის მართვაში უკრაინის კონტროლქვეშ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement