Logo

ზელენსკი – რუსეთმა გამოიყენა 4700-ზე მეტი რაკეტა ომის 270 დღის განმავლობაში, ეს უნდა შევაჩეროთ

უკრაინა
258
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებს სიტყვით მიმართა.

 

“რუსეთმა გამოიყენა 4700-ზე მეტი რაკეტა სრულმასშტაბიანი ომის 270 დღის განმავლობაში. ასობით ჩვენი ქალაქი უბრალოდ დაიწვა. ათასობით ადამიანი დაიღუპა. ასობით ათასი იძულებით გადაასახლეს იქ, რუსეთში. მილიონობით ადამიანი გაემგზავრა უკრაინიდან სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, რუსული აგრესია უნდა შეჩერდეს.

 

“მშვიდობის დაბრუნება შესაძლებელია, მაგრამ ეს შესაძლებელია მაშინ, როდესაც მსოფლიოში ყველა გაიგებს, რომ არავინ იმსახურებს ტერორის არცერთ დღეს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement