Logo

ზელენსკი – რუსეთმა უნდა დაივიწყოს კიევი, ვილნიუსი, ლატვია და საქართველო

უკრაინა
503
Frontnews image description

რუსულმა რევანშიზმმა სამუდამოდ უნდა დაივიწყოს კიევი და ვილნიუსი, კიშინიოვი, ვარშავა, ჩვენი ძმები ლატვიაში, ესტონეთში, საქართველოსა და ყველა სხვა ქვეყანაში, რომელსაც ახლა ემუქრებიან რუსი მკვლელები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კაუნასში მიმდინარე კონფერენციის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა, 

 

“რუსეთი უნდა დამარცხდეს უკრაინაში. რუსულმა რევანშიზმმა სამუდამოდ უნდა დაივიწყოს კიევი და ვილნიუსი, კიშინიოვი, ვარშავა, ჩვენი ძმები ლატვიაში, ესტონეთში, საქართველოსა და ყველა სხვა ქვეყანაში, რომელსაც ახლა ემუქრებიან რუსი მკვლელები. ჩვენ ეს შეგვიძლია. ჩვენ გვაქვს ეს ისტორიული შესაძლებლობა.

 

დედამიწაზე აღარავის უნდა დაემუქრონ შიმშილით ან რადიაციული კატასტროფით, აგრესიითა და ტერორით, ენერგომომარაგების შეფერხებით, საერთაშორისო სამართლის დარღვევით, დეპორტაციით და ეკოციდით. რუსეთს ეს ყველაფერი მოაქვს აგრესიასთან ერთად. ჩვენ ამას შევაჩერებთ. ჩვენი გმირი სამხედროები ამას გააკეთებენ. თქვენთან და მთელ მსოფლიოსთან თანამშრომლობით ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement