ზელენსკი - რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ დრონებით თავდასხმის გაზრდას გეგმავს, ვემზადებით საპასუხო მოქმედებებისთვის


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სახელმწიფო დრონების საკუთარი წარმოების გაზრდას გეგმავს.
"დღეს შეხვედრა გავმართე ჩვენს სამხედროებთან, თავდაცვის მინისტრთან. დრონებთან დაკავშირებით, ჩვენი წარმოების რაოდენობა კიდევ გაიზრდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე კონტრაქტები, შეკვეთები და წარმოების სიმძლავრეები.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, გეგმავს საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების გამართვას შიდა იარაღის წარმოებაში ახალი ინვესტიციების შესახებ.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დრონების უკრაინელ შემქმნელებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ გადამჭრელი მოწყობილობების შექმნაზე. მან აღნიშნა, რომ ეს ტექნოლოგიები კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთი ასევე ზრდის თავისი კომპონენტს.
"რუსეთი გეგმავს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ თავდასხმებში დრონების რაოდენობის გაზრდას. ჩვენ ვემზადებით საპასუხო მოქმედებებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს