ზელენსკი - რუსეთი ევროპის ქვეყნების მიმართულებით დრონების გასაშვებად ტანკერებს იყენებს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ევროპის ქვეყნების მიმართულებით დრონების გასაშვებად ტანკერებს იყენებს.
რუსეთი ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ დრონების გასაშვებად ტანკერებს იყენებს.
"ამჟამად ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსები ტანკერებს იყენებენ დრონების გასაშვებად და სამართავად, რომლებსაც ისინი ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ უშვებენ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, უკრაინა ელის, რომ ამ კვირაში ევროპული გადაწყვეტილებებით რუსეთზე ზეწოლა განხორციელდება. სულ მცირე, ეს უნდა იყოს სანქციების მე-19 პაკეტი.
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სანქციებმა ძლიერად დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ვაჭრობას და მთელ ტანკერების ფლოტის ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
10 სექტემბერს, როდესაც რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური დრონებით და სარაკეტო იერიში მიიტანა, 19 დრონი პოლონეთში აღმოჩნდა.
ამ ინციდენტის შემდეგ, ბოლო კვირის განმავლობაში, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ არაერთხელ განაცხადა უცნობი დრონების აღმოჩენის შესახებ.
დრონები შენიშნეს სულ მცირე დანიაში, ნორვეგიაში, ფინეთში, გერმანიასა და ნიდერლანდებში. ინციდენტების გამო ამ ქვეყნებში აეროპორტების საჰაერო სივრცე დაიკეტა.
უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში საჰაერო მიმოსვლის პარალიზებას. მათ ასევე გააფრთხილეს, რომ თუ არ უპასუხებენ, რუსეთი გაამწვავებს ასეთ თავდასხმებს.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს