Logo

ზელენსკი - რუსეთი კვლავ მიმართავს მანიპულაციებსა და ბინძურ თამაშებს ტყვეების გაცვლის საკითხში

უკრაინა
159
Frontnews image description

რუსეთი კვლავ მიმართავს მანიპულაციებსა და ბინძურ თამაშებს უკრაინასთან ტყვეების გაცვლის საკითხში. შეთანხმებების მიუხედავად, სამხედრო ტყვეების სიები ჯერ კიდევ არ არის გადაცემული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, უკვე მეორე დღეა, მოლაპარაკებებს მართავს თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსთან კირილ ბუდანოვთან და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროს ვასილ მალიუკთან.

"უკრაინა აგრძელებს ყველაფრის გაკეთებას, რათა უზრუნველყოს ჩვენი ტყვეების გათავისუფლება და ჩვენი უკრაინელი დაღუპული ჯარისკაცების დაბრუნება. სამწუხაროდ, რუსეთიდან ჯერ კიდევ არ არსებობს სრული სიები ათასზე მეტი ადამიანის შესახებ - რაზეც სტამბოლში შევთანხმდით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამავდროულად, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსები კვლავ აგრძელებენ თავიანთ ბინძურ თამაშს.

"რუსული მხარე, როგორც ყოველთვის, თავისი სულისკვეთებით, ცდილობს ამ საკითხებში რაღაც ბინძურ პოლიტიკურ და საინფორმაციო თამაშს. მნიშვნელოვანია, რომ შედეგი იყოს. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები სახლში დაბრუნდნენ. ჩვენ გვჯერა, რომ შევძლებთ გაცვლის გზის გაგრძელებას. უკრაინა, თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებს ამისთვის. და თუ რუსები არ დაიცავენ შეთანხმებებს ასეთ ჰუმანიტარულ საკითხებშიც კი, მაშინ ეს დიდ ეჭვქვეშ დააყენებს ყველა საერთაშორისო ძალისხმევას - და კერძოდ, შეერთებული შტატების ძალისხმევას - მოლაპარაკებებსა და დიპლომატიაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

Advertisement