ზელენსკი - რუსეთი უკრაინასთან ომში განცდილი მძიმე დანაკარგების კომპენსაციის მიზნით დამატებით მობილიზაციას ამზადებს

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უკრაინასთან ომში მისი არმიის მიერ განცდილი მძიმე დანაკარგების კომპენსაციის მიზნით დამატებით მობილიზაციას ამზადებს.
მისივე თქმით, უკრაინული მხარე რუსეთიდან სულ უფრო მეტ შიდა ინფორმაციას იღებს ახალი მობილიზაციისთვის მზადების შესახებ.
"რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მიზნად დაისახა საოკუპაციო კონტინგენტის გაზრდა. საუბარია სულ მცირე ათიათასობით ადამიანზე.
რუსეთის ამ ნაბიჯებს იმის დასტურად მივიჩნევთ, რომ მოსკოვი რეალური დიპლომატიისთვის არ ემზადება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მის ხელთ არსებულ ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებს გაუზიარებს.
"რუსეთმა ომი უნდა დაასრულოს და მსოფლიოს გავლენის ბერკეტები აქვს. ჩვენ ყველა დონეზე ვმუშაობთ უკრაინის დასაცავად და რუსეთის დიპლომატიისკენ წასაყვანად“, - განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




