Logo

ზელენსკი რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმების მიზანს განმარტავს

უკრაინა
133
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მოსკოვი ენერგიის გაყიდვიდან მიღებულ ფულს იარაღში დებს, სწორედ ამიტომ ესხმის თავს უკრაინა რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს.

კიევის საავიაციო ინსტიტუტში პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან შეხვედრის დროს პრეზიდენტს ჰკითხეს, აქვს თუ არა უკრაინას საკმარისი რესურსები, რომ ისინი მტრის ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმებზე დახარჯოს და არა სამხედრო სამიზნეებზე.

"ჩვენ არ გვიწევს არჩევა, დავარტყათ სამხედრო სამიზნეს თუ ენერგეტიკულ ობიექტს. ის ყიდის ამ ენერგიას. ის (ვლადიმერ პუტინი) ყიდის ნავთობს. ენერგეტიკა თუ სამხედრო სამიზნე? გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს ერთი და იგივეა. ის ყიდის ნავთობს, იღებს ფულს და იარაღში დებს ინვესტიციას. ის ამ იარაღით კლავს უკრაინელებს“, - განმარტა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე განმარტა რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ დარტყმების მიზანი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, როდესაც რუსეთს არ შეუძლია სამხედრო ძალების გატეხვა, მტერი უფრო ღრმად ურტყამს მშვიდობიან მოსახლეობას.

"ანუ არმიის გასატეხად, მშვიდობიანი მოსახლეობა უნდა გატეხო. სამოქალაქო საზოგადოებაში ქაოსის შესაქმნელად“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, რუსები ვერ შეძლებენ "ბედნიერად ცხოვრებას", სანამ უკრაინელები იყინებიან, ამიტომ, მტერი პასუხს იღებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები