Logo

ზელენსკი - რუსეთის გაზაფხულის შეტევითი კამპანია უკვე ჩავარდა

უკრაინა
220
Frontnews image description

რუსული ჯარები ამჟამად ვერ ახერხებენ ტექნიკით წინსვლას და მხოლოდ მცირე ჯგუფებად ცდილობენ ინფილტრაციას. ამავდროულად, რუსეთს არ სურს ომის დასრულება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"რუსების მიერ დაგეგმილი გაზაფხულის კამპანია ჩაიშალა. მათ წინსვლა ვერ შეძლეს. ისინი შეტევით მოძრაობებს ახორციელებენ, მაგრამ ყველაფერი ერთნაირია - ინფილტრაციის მცდელობები და ა.შ. ისინი ვერაფერს აღწევენ თავიანთი აღჭურვილობით - ჩვენ მას ვწვავთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ოკუპანტებს მასშტაბური ოპერაცია არ აქვთ დაწყებული, თუმცა ისინი კვლავ ცდილობენ ფრონტის სხვადასხვა ნაწილში მოქმედებას, თუმცა უკრაინელი ჯარისკაცები მათ ანადგურებენ.

ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსების წარუმატებლობა არ ნიშნავს, რომ მათ უარი თქვეს აგრესიის გაგრძელების გეგმებზე.

პრეზიდენტის თქმით, ამჟამად არსებობს ინფორმაცია, რომ დამპყრობლები შეეცდებიან შეტევითი ოპერაციების გაგრძელებას ზაპოროჟიეს, პოკროვსკის და ჰულიაიპოლეს მიმართულებით.

მისივე თქმით, დაზვერვამ მას რუსული რუკები აჩვენა, რომლებზეც აღნიშნული იყო, თუ რა ტერიტორიების დაკავებას გეგმავენ რუსები 2026-2027 წლებისთვის.

"ეს იმაზე მიუთითებს, რომ ისინი ნამდვილად არ ფიქრობენ ომის შეჩერებაზე. რატომ ვრეაგირებთ ასე ამა თუ იმ ლიდერის განცხადებაზე, რომ პუტინს ომის დასრულება სურს? მას არ სურს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სხვა გეგმები უნდა ჰქონდეს. ფული ინფრასტრუქტურის დაფინანსების გაზრდაზე უნდა დაიხარჯოს და არა რაკეტების წარმოების გაზრდაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები