Logo

ზელენსკი - რუსეთმა იქამდე იბრძოლა, რომ მათი მთავარი აღლუმი ახლა უკრაინაზეა დამოკიდებული

უკრაინა
126
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის 9 მაისის აღლუმის უკრაინის შესაძლო ქმედებებზე დამოკიდებულება აჩვენებს, რომ რუსეთმა ომი უნდა დაასრულოს.

"რუსეთმა ჩვენგან მიიღო მკაფიო წინადადება ცეცხლის შეწყვეტისა და დიპლომატიის შესახებ და იცის, როგორ დაუკავშირდეს უკრაინას ან მის პარტნიორებს დეტალებზე შესათანხმებლად, მაგრამ თუ მოსკოვში ის ერთი ადამიანი, რომელსაც ომის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, მხოლოდ აღლუმით არის დაინტერესებული და სხვა არაფერი, ეს სხვა საკითხია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა მზადაა მშვიდობისთვის იმუშაოს და ისწრაფვის ამ ომის ღირსეულად დასასრულებლად.

"რუსეთმა იქამდე იბრძოლა, რომ მათი მთავარი აღლუმიც კი ჩვენზეა დამოკიდებული. ეს ნათელი სიგნალია: უნდა დაასრულონ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები