
ავტორი
Front News საქართველო
რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაზე თავდასხმები გააძლიეროს, ამიტომ საჰაერო თავდასხმის განგაშის შემთხვევაში თავშესაფრის პოვნა აუცილებელია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი სუსტდება როგორც პოლიტიკურად, ისე ბრძოლის ველზე და ფიზიკურად.
"სწორედ ამიტომ შეუძლია მას ჩვენზე, ჩვენს ხალხზე თავდასხმები გააძლიეროს რაკეტებითა და დრონებით. გთხოვთ ისარგებლეთ თავშესაფრებით, ძალიან გთხოვთ, ძალიან", - განაცხადა ზელენსკიმ.
18 ივნისს რუსეთი უკრაინას ყოველდღიური მასობრივი თავდასხმებით დაემუქრა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც უკრაინულმა დრონებმა 18 ივნისის ღამეს მოსკოვში ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რამაც მასშტაბური ხანძარი გამოიწვია.
იქამდე რუსეთმა კიევსა და სხვა ქალაქებზე დარტყმები განახორციელა, რამაც მასშტაბური ხანძრები გამოიწვია, მათ შორის საცხოვრებელ შენობებში. 15 ივნისს დაბომბვის შედეგად ბევრი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. ხანძარი გაჩნდა კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს