Logo

ზელენსკი – რუსმა დამპყრობლებმა მარიუპოლიდან რამდენიმე ათასი ადამიანი გაიყვანეს, მათ შორის 5 000-მდე ბავშვია

უკრაინა
746
Frontnews image description

რუსმა დამპყრობლებმა მარიუპოლიდან რამდენიმე ათასი ადამიანი გაიყვანეს, მათ შორის ხუთი ათასამდე ბავშვია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

“რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი იძულებით წაიყვანეს რუსეთის ფედერაციაში. რა დაემართათ – არ ვიცით, სად არის მათი დოკუმენტები, არ ვიცით. მათ შორის რამდენიმე ათასი ბავშვია. ჩვენ ვიცით ამის შესახებ, მაგრამ რა დაემართათ, როგორია მათი ჯანმრთელობა, ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. გავიგეთ, რომ ამ რეგიონიდან რუსულ მხარეს 5000 ბავშვი გაიყვანეს, მათ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შესვლის საშუალება არ მისცეს. ამიტომ, ჩვენ არ ვიცით, რა ხდება ამ ბავშვებთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან რთული საკითხი. ბევრი ინფორმაციაა, რომელიც უნდა გადავამოწმოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, შეუძლებელია ზუსტად იმის თქმა, რამდენი ადამიანი დარჩა მარიუპოლში, რამდენი დაიღუპა.

 

“ერთი ვერსიით, ქალაქში 50-60 ათასი ადამიანია დარჩენილი, მეორე ვერსიით 100 ათასი. არის ასეთი ინფორმაციაც, რომ შესაძლოა, იქ დარჩენილი 20-30 ათასი ადამიანი შეიძლება, დაიღუპოს“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მისივე თქმით, ზოგადად, ძნელია მშვიდობიან მოსახლეობას შორის დანაკარგზე საუბარი იმის გამო, რომ ისეთი ქალაქები, როგორიცაა ხერსონი, ბერდიანსკი, მარიუპოლი, ვოლნოვახა, ბლოკირებულია რუსული ჯარების მიერ.

Advertisement