ზელენსკი - რუსმა ოკუპანტებმა შესაძლოა, უკრაინაზე კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელონ

ავტორი
Front News საქართველო
რუსმა ოკუპანტებმა შესაძლოა, უკრაინაზე კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელონ 14-15 აპრილის ღამეს, უკრაინის საჰაერო სივრცეში უკვე დაფიქსირდა მტრის დრონები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ოკუპანტებმა დნეპრის ბენზინგასამართ სადგურზე თავდასხმა განახორციელეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაახლოებით 30 ადამიანი დაშავდა.
"დღეს ღამით შესაძლოა კიდევ ერთი რუსული დარტყმა განხორციელდეს. ამჟამად უკრაინის ცაში ბევრი „შაჰედია“. შესაძლოა, რაკეტებიც იქნეს გამოყენებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




