ზელენსკი – რუსული ჯარი უნდა მოშორდეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რაც შეიძლება სწრაფად და ყოველგვარი პირობების გარეშე

ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის ჯარები უნდა მოშორდნენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს და ყველა მიმდებარე ტერიტორიას, ასევე გაიყვანონ სამხედრო ტექნიკა სადგურიდან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.
“მხოლოდ აბსოლუტური გამჭვირვალობა და კონტროლირებადი სიტუაცია იქნება ატომური უსაფრთხოების დაბრუნების გარანტია. რუსეთის არმია უნდა მოშორდეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს და ყველა მიმდებარე ტერიტორიას, გაიტანოს თავისი სამხედრო ტექნიკა ქარხნიდან. ეს უნდა მოხდეს ყოველგვარი პირობების გარეშე და რაც შეიძლება სწრაფად“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა მზად არის უზრუნველყოს IAEA-ს მიერ სათანადო კონტროლი და შესაბამისი მისია შეიძლება გაიგზავნოს ატომურ ელექტროსადგურზე ლეგალური გზით – რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


