ზელენსკი – რუსულმა ჯარმა ეს აღდგომა სისხლით გააწითლა, მართლმადიდებლურმა სამყარომ დაინახა, რომ აღდგომა არაფერს ნიშნავს რუსეთისთვის


ავტორი
Front News საქართველო
მართლმადიდებლურმა სამყარომ დაინახა, რომ აღდგომა რუსეთისთვის არაფერს ნიშნავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.
“რუსეთმა უკრაინას აღდგომა მთელ ქვეყანაში საჰაერო საფრთხის არსებობით მიულოცა, მათ შორის სარაკეტო თავდასხმით პოლტავას რეგიონზე, კრემენჩუკზე და ოკუპანტებმა კიდევ ორი ბავშვი მოკლეს დონეცკის რეგიონში – ხუთი და თოთხმეტი წლის გოგონები.
ეს არის უკრაინაში სიცოცხლის მიზანმიმართული განადგურება. ნგრევა, რომელიც, თუნდაც ყველაზე დიდ მართლმადიდებლურ დღესასწაულზე არ შეწყვეტილა. ბავშვების მკვლელობა, სიცოცხლის განადგურება, ცინიკური და ტოტალური სიცრუით გადაფარვა, რაც მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ გაკეთდა, ყველაფერი, რასაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე აკეთებს, ნამდვილად არ არის ქრისტიანობა.
არაქრისტიანები არიან ადამიანები, რომლებმაც კიდევ ერთხელ თვეს უარი მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე. არაქრისტიანები არიან ადამიანები, რომლებმაც პროპაგანდისტული რეპორტაჟები გადაიღეს უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში სავარაუდო ჰუმანიტარული სააღდგომო დახმარების გადაცემის შესახებ.
უფრო მეტიც, ყველა იცის, მათ შორის რუსეთშიც, რომ 24 თებერვლამდე ყველა უკრაინელს, უკრაინის ყველა კუთხეში ჰქონდა შესაძლებლობა, აღენიშნა აღდგომა თავისუფლად ნებისმიერ ეკლესიაში და ყოველგვარი ჰუმანიტარული დახმარების გარეშე.
რუსეთს სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზეს, მაგრამ მართლმადიდებლურმა სამყარომ დაინახა, რომ აღდგომა არაფერს ნიშნავს რუსი დამპყრობლებისთვის. მათთვის ეს მხოლოდ წითელი თარიღია კალენდარში, რისთვისაც საჭიროა განსაკუთრებული სიტყვები, განსაკუთრებული ქცევა, მაგრამ არა ის, რასაც რწმენა ჰქვია და არა ის, რასაც ქრისტიანული სიკეთე ჰქვია. რუსულმა ჯარმა ეს აღდგომა არამხოლოდ ფორმალურად კალენდარში, არამედ სისხლით გააწითლა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აქვე, უკრაინელმა ლიდერმა მადლობა გადაუხადა პოლიციელებს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს და ყველას, ვინც აღდგომის დღესასწაულზე უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი.
ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები აფერხებენ რუსული ჯარების თავდასხმებს ძირითად ტერიტორიებზე. ხარკოვის რეგიონში – იზიუმის მიმართულებით, დონბასში, განსაკუთრებით პოპასნას მახლობლად, მარიუპოლში, სადაც ქალაქის დამცველების წინააღმდეგობა გრძელდება, სამხრეთ რაიონებში, სადაც ოკუპანტები შეტევაზე გადასვლას ცდილობენ, ასევე აშშ-ს და პრეზიდენტ ბაიდენს.
“მადლობელი ვარ ამერიკის შეერთებული შტატების ხალხის და პირადად პრეზიდენტ ბაიდენის ძლიერი და გულწრფელი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვიღებთ. ეს არის რეალური რამ, რაც აძლიერებს არა მხოლოდ ჩვენს სახელმწიფოს, არამედ ზოგადად დემოკრატიას.
ჩვენ შევთანხმდით ამერიკულ მხარესთან შემდგომი ნაბიჯების შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად და ჩვენი არმიის ყველა პრიორიტეტული საჭიროების დასაკმაყოფილებლად. ასევე სანქციებზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს