ზელენსკი - სამშვიდობო გეგმის პირველ დოკუმენტებს ხელი უკვე შესაძლოა, იანვარში მოეწეროს

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზადყოფნას აცხადებს გამართოს მრავალმხრივი მოლაპარაკებები იანვარში უკრაინის, შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების მონაწილეობით და ასევე ადასტურებს რუსებთან შეხვედრისთვის მზადყოფნას.
"მიგვაჩნია, რომ იანვარში ევროპის, შეერთებული შტატებისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრის შესაძლებლობა არის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკვე მომზადებულია დოკუმენტების პაკეტი, რომელიც მხარეთა პოლიტიკური ნების გათვალისწინებით, იანვარში ხელმოსაწერად შეიძლება მზად იყოს.
ზელენსკიმ ასევე დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან საუბრისას მან რუსულ მხარესთან, კერძოდ, ვლადიმერ პუტინთან შესაძლო მოლაპარაკებების საკითხი წამოჭრა.
"მე მზად ვარ პუტინთან შეხვედრის ნებისმიერი ფორმატისთვის. არ მეშინია ჩვენი შეხვედრის არცერთი ფორმატის. მთავარია, რომ "რუსებს" არ ეშინოდეთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინა იანვრიდან აქტიური დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმას გეგმავს და სხვა მხარეებისგან არსებითი გადაწყვეტილებებისთვის მზადყოფნას ელის.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




