ზელენსკი სამშვიდობო სამიტზე სასაუბროდ საუდის არაბეთში ჩავიდა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ვიზიტით ჩავიდა.
როგორც ზელენსკიმ განაცხადა, ვიზიტის დროს იგი ტახტის მემკვიდრეს მუჰამედ იბნ სალმან ალ საუდის შეხვდა.
“განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები უკრაინასა და საუდის არაბეთს შორის, აღვნიშნეთ ჩვენი წინასწარი შეთანხმებების განხორციელების კარგი დინამიკა, ეფექტური თანამშრომლობა გუნდებს შორის, ჩვენ გავაგრძელებთ ამას”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, საუბარი ასევე შეეხო პირველი გლობალური სამშვიდობო სამიტის მომზადებას, რომელიც შვეიცარიაში გაიმართება.
“ჩვენ გავცვალეთ აზრები საერთაშორისო ვითარებაზე და მისი განვითარების პერსპექტივაზე. უკრაინა მადლიერია საუდის არაბეთის მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვაფასებთ მისი უმაღლესობის სურვილს, დაეხმაროს მშვიდობის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს