Logo

ზელენსკი – სანამ ჩვენ ვფიქრობთ, როგორ გავაძლიეროთ თავდაცვა, კრემლი ფიქრობს იმაზე, როგორ დაახრჩოს მოლდოვა

უკრაინა
847
Frontnews image description

რუსეთის ფედერაცია უკვე გეგმავს მოლდოვაში გადატრიალების დაწყებას და მის ტერიტორიაზე შეჭრას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 თებერვალს მიუნხენში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, უკრაინამ მოახერხა რუსეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში გაუძლო, თუმცა ეს ყველა ქვეყანას არ შეუძლია.

 

“როდესაც ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა თანამედროვე ტანკებით, კრემლი ფიქრობს როგორ დაახრჩოს მოლდოვა. ვიდრე ჩვენ ვრწმუნდებით, რომ უკრაინას სჭირდება ავიაცია, რუსეთმა უკვე დაარწმუნა ირანის რეჟიმი და ამის შედეგი მხოლოდ ირანული დრონები არ არის ჩვენს ცაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement