ზელენსკი – საფრანგეთის მიერ ჰოლოდომორის უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარება მნიშვნელოვანი და სიმბოლურია


ავტორი
Front News საქართველო
28 მარტს საფრანგეთმა 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.
“საფრანგეთის პარლამენტის მიერ 1932-1933 წლების ჰოლოდომორის უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარება არის მნიშვნელოვანი და სიმბოლური“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
საფრანგეთს მადლობა გადაუხადა ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.
“მადლობელი ვარ საფრანგეთის, რომ 1932-33 წლების ჰოლოდომორი უკრაინელების გენოციდად აღიარა და სტალინის და მისი რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნას“, – განაცხადა კულებამ.
მისი თქმით, ამ ისტორიული კენჭისყრით საფრანგეთის პარლამენტმა ნათლად აჩვენა, რომ მსგავსი დანაშაულები არასოდეს უნდა დაივიწყონ და აღარასოდეს უნდა განმეორდეს.
ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად რამდენიმე დღის წინ ასევე აღიარა ბელგიამ და ისლანდიის პარლამენტმა.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს