Logo

ზელენსკი - შესაბამისად უნდა ემოქმედათ ამ ვითარებაში, დაწყებულია გამოძიება, განხორციელდება საკადრო ცვლილებები

უკრაინა
169
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდება მას შემდეგ, რაც პოლიციელები კიევში მსროლელს გაექცნენ. გარდა ამისა, გადახედვას საჭიროებს ასეთ სიტუაციებზე რეაგირების პროტოკოლები, ასევე პატრულის თანამშრომლების შერჩევისა და მომზადების წესი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მან ისაუბრა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის იგორ კლიმენკოს მიერ კიევში სროლის გამოძიების შესახებ მომზადებულ ანგარიშში მოყვანილი დასკვნების და ორი საპატრულო ოფიცრის უმოქმედობის შესახებ, რომლებიც თავდამსხმელის შეჩერების ნაცვლად გაიქცნენ.

"ამ ინციდენტთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება და ჩატარდება საპატრულო პოლიციის თანამშრომლების საქმიანობის სრული მიმოხილვა - მათ შესაბამისად უნდა ემოქმედათ ამ ვითარებაში. საქმეს სახელმწიფო გამოძიების ბიურო იძიებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, კლიმენკო საკადრო გადაწყვეტილებებს მთელ ვერტიკალზე მიიღებს.

მისივე თქმით, ასევე აუცილებელია გადაიხედოს "ასეთ სიტუაციებზე რეაგირების პროტოკოლები, ასევე საპატრულო ოფიცრების შერჩევა და მომზადება".

"ამჟამად საავადმყოფოში რვა დაშავებული ადამიანი იმყოფება. ერთი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ყველას საჭირო დახმარება უტარდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

დღეს დილით ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ გარბის შემთხვევის ადგილზე მისული პატრულის ორი თანამშრომელი გასროლის შემდეგ და მოქალაქეებს ტოვებენ. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ, კლიმენკომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ქმედებების გამოძიების ბრძანება გასცა, გენერალურმა პროკურორმა რუსლან კრავჩენკომ კი სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პატრულის თანამშრომლებთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, პოლიციის გენერალმა ევგენი ჟუკოვმა უკრაინის ეროვნული პოლიციის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა დატოვა. ჟუკოვი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას 2015 წლიდან იკავებდა.

18 აპრილის საღამოს, კიევში შეიარაღებულმა მამაკაცმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა, იქამდე საკუთარ ბინას ცეცხლი წაუკიდა. შემდეგ ის სუპერმარკეტში შევარდა, სადაც მძევლები აიყვანა. სამართალდამცველები მასთან 40 წუთი აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. მას შემდეგ, რაც მან ერთ-ერთი მძევალი მოკლა, სპეცრაზმმა სუპერმარკეტში შტურმი განახორციელა. შეიარაღებულმა მამაკაცმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა და დაკავების დროს მოკლეს. უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა მამაკაცის ქმედებები ტერორისტულ თავდასხმად შეაფასეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები