Logo

ზელენსკი - შევთანხმდით, განვაგრძოთ ერთობლივი ძალისხმევა მშვიდობის უზრუნველსაყოფად

უკრაინა
4 საათის წინ / 21:54
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქ კოლეგასთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა. მათ უკრაინასა და რუსეთს შორის მომავალი მოლაპარაკებები განიხილეს.

ზელენსკის თქმით, მათ თურქეთში უკრაინისა და რუსეთის შეხვედრის ძირითადი დეტალები განიხილეს. მან ერდოღანს მხარდაჭერისა და დიპლომატიის უმაღლეს დონეზე ხელშეწყობის მზაობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობა ახლა მნიშვნელოვანია. ასევე აუცილებელია, რომ პარტნიორებმა უზრუნველყონ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი.

"ჩვენ მზად ვართ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთად ვიმუშაოთ ევროპაში გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვიქნებით ამერიკასთან. პრეზიდენტი ერდოღანი და მე შევთანხმდით, განვაგრძოთ ერთობლივი ძალისხმევა მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ზელენსკიმ.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ის მხარს უჭერს ომის დასრულების სურვილს.

"თურქეთი გახდა ქვეყანა, რომლის შუამავლობაც მოთხოვნადია. ამ ეტაპზე რუსეთი-უკრაინა-ამერიკა და ევროპა თანხმდებიან მოლაპარაკებების წარმოებაზე“, - აღნიშნა ერდოღანმა.

მისი თქმით, თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ყველა მხარის ნდობა მოიპოვა.

"ჩვენ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ წვლილი შევიტანოთ ამ მოლაპარაკებებში და სიამოვნებით ვუმასპინძლებთ მათ. ვხედავთ, რომ ბოლო კონტაქტების წყალობით შესაძლებლობების ახალი ფანჯარა გაიხსნა. ვიმედოვნებთ, რომ ამჯერად ეს შესაძლებლობა ხელიდან არ იქნება გაშვებული", - განაცხადა ერდოღანმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები