ზელენსკი – სიკვდილის ეშინია, არ ვარ დარწმუნებული, რომ მზად არის გამოიყენოს ბირთვული იარაღი


ავტორი
Front News საქართველო
კრემლის დიქტატორ ვლადიმერ პუტინს ძალიან უყვარს სიცოცხლე და ის უკრაინაზე ბირთვულ დარტყმაზე არ წავა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“არის თუ არა პუტინისგან ბირთვული დარტყმის საფრთხე? მე დავინახე მისი ცხოვრების სურვილი, მას ძალიან უყვარს სიცოცხლე. გრძელი მაგიდა აქვს, ზის და ეშინია, რომ არ დაინფიცირდეს. სიკვდილის ეშინია. მას უყვარს სიცოცხლე. ასე რომ, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ის მზად არის გამოიყენოს ბირთვული იარაღი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ პუტინს ესმის ბირთვული იარაღის გამოყენების რისკები.
“მას ესმის, რომ თუ გამოიყენებს (ბირთვულ იარაღს), მაშინ შემდეგი ნაბიჯები ნებისმიერი სახელმწიფოსგან შეიძლება იყოს კონკრეტულად მისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს