Logo

ზელენსკი სირიის პრეზიდენტს შეხვდა - მხარეები უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში მუშაობაზე შეთანხმდნენ

უკრაინა
172
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასთან მოლაპარაკებები გამართა. შეხვედრის შემდეგ ორმა ქვეყანამ შეთანხმებას მიაღწია.

ზელენსკის თქმით, უკრაინა და სირია შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ საზოგადოებების უსაფრთხოებისა და განვითარების უფრო მეტი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად. მხარეებმა ასევე განიხილეს რიგი საკითხები და გამოთქვეს ინტერესი გამოცდილების გაცვლის მიმართ.

"ჩვენ განვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება და მისი გაუმჯობესების პერსპექტივები. ასევე განვიხილეთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის გარემოებები და მადლიერი ვარ მხარდაჭერისთვის. დიდი ინტერესია სამხედრო და უსაფრთხოების გამოცდილების კუთხით გაზიარების მიმართ. გმადლობთ ჩვენი ხალხის მიმართ პატივისცემის სიტყვებისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინის, როგორც საკვები პროდუქტების საიმედო მიმწოდებლის როლი. ამ კონტექსტში, ლიდერებმა განიხილეს ქვეყნების ერთობლივი შესაძლებლობები რეგიონში თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

"ჩვენ კარგად გვესმის რა ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული გამოწვევები აქვს სირიის ახლა. ჩვენ მზად ვართ ერთად ვიმუშაოთ ჩვენი სახელმწიფოებისა და ხალხების შესაძლებლობების გასაძლიერებლად“, - განაცხადა ზელენსკიმ.

დღეს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით სირიაში ჩავიდა. მან აღნიშნა, რომ უკრაინა „რეალური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის“ მიზნით აქტიურ დიპლომატიას აგრძელებს.

4 აპრილს  ზელენსკი თურქეთს ეწვია, სადაც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. მხარეები შეთანხმდნენ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე და განიხილეს გაზის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების განხორციელების ნაბიჯები. გარდა ამისა, ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა უმასპინძლოს უკრაინას, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები