Logo

ზელენსკი სტოლტენბერგს სთხოვს, სამხედრო დახმარების გასაძლიერებლად პარტნიორებზე გავლენა მოახდინოს

უკრაინა
639
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს მოუწოდა, დაეხმაროს პარტნიორების გაურკვევლობის დაძლევაში ქვეყნისთვის საჭირო სამხედრო დახმარების გააქტიურებაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

 

“მივმართე გენერალურ მდივანს თხოვნით, დაგვეხმაროს, დავძლიოთ პარტნიორების თავშეკავება ზოგიერთი იარაღის მიწოდებაში, კერძოდ, შორი მანძილის, თანამედროვე ავიაციის, საარტილერიო და ჯავშანტექნიკის. შესაბამისი გადაწყვეტილებების შენელება არის დრო, რომელიც იკარგება მსოფლიოსთვის და ეს ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლეა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დღეს მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა.

 

უკრაინის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნატო გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებას და ასევე მხარს დაუჭერს უკრაინელებს მათ ბრძოლასა და აღდგენაში.

Advertisement