ზელენსკი ტრამპს უკრაინაში ჩასვლას სთავაზობს

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა, ომის დასრულების მიზნით სამშვიდობო შეთანხმების მხარდასაჭერად უკრაინაში ჩავიდეს.
უკრაინის ხელისუფლება აგრძელებს კონტაქტებს აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, რათა განიხილონ უკრაინაში ომის მშვიდობიანი მოგვარების საკითხი.
უკრაინის პრეზიდენტი და მისი წარმომადგენლები აწარმოებენ აქტიურ მოლაპარაკებებს დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან სტივ უიტკოვთან და ჯარედ კუშნერთან. შეხვედრებზე ძირითადად საუბრობენ ახალ იდეებზე ფორმატებთან, გრაფიკებთან და ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებსაც შეუძლიათ რეალური მშვიდობა დააახლოოს, ასევე დოკუმენტების მომზადების დეტალებზე.
ზელენსკის თქმით, სტივ უიტკოფი და აშშ-ის პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი უკვე მზად არიან უკრაინას ეწვიონ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი ასევე შეიძლება ჩავიდეს უკრაინაში, რათა მხარი დაუჭიროს სამშვიდობო შეთანხმებას ომის დასრულების მიზნით.
"ვფიქრობ, შესაძლებელია, ტრამპი თავად ესტუმროს უკრაინას თავისი პოზიციის დასასაბუთებლად“, – განაცხადა ზელენსკიმ.
26 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპი კვირას, 28 დეკემბერს, ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თავის ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპთან შეხვედრისას აუცილებლად დააყენებს ტერიტორიების საკითხს. ზელენსკის თქმით, ის ტრამპთან ისაუბრებს როგორც დონბასზე, ასევე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




