ზელენსკი – ცხრა წლის წინ ყირიმში რუსული აგრესია დაიწყო, ყირიმის დაბრუნებით ჩვენ აღვადგენთ მშვიდობას


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა შეძლებს მშვიდობის აღდგენას ყირიმის დაბრუნებით და ნახევარკუნძულის რუსული ოკუპაციისგან განთავისუფლებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ცხრა წლის წინ ყირიმში რუსული აგრესია დაიწყო. ყირიმის დაბრუნებით ჩვენ აღვადგენთ მშვიდობას. ეს არის ჩვენი მიწა. ჩვენი ხალხი. ჩვენი ისტორია. ჩვენ დავაბრუნებთ უკრაინის დროშას უკრაინის ყველა კუთხეში”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცხრა წლის წინ ამ დღეს დაიწყო რუსეთმა შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.
27 თებერვალს შენიღბულმა რუსულმა ჯარებმა, რომელთაც მოხსნილი ჰქონდათ ყველანაირი ამომცნობი ნიშანი, აიღეს ყირიმის უმაღლესი საბჭოს შენობა, დაიკავეს ყირიმის სტრატეგიული ობიექტები, რასაც მოყვა პრორუსული მთავრობის დანიშვნა აკსიონოვის თაოსნობით და ყირიმის “დამოუკიდებლობის” გამოცხადება.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს