ზელენსკი – წვდომა რომ გვქონდეს ყველა იმ იარაღზე, რომელიც ჩვენს პარტნიორებს აქვთ, ამ ომს უკვე დავასრულებდით


ავტორი
Front News საქართველო
წვდომა რომ გვქონდეს ყველა იმ იარაღზე, რომელიც გვჭირდება, რომელიც ჩვენს პარტნიორებს აქვთ და რომელიც შეედრება რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყენებულ იარაღს, ჩვენ უკვე დავასრულებდით ამ ომს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სათანადო შეიარაღების შემთხვევაში ქვეყნის სამხედრო ძალები უკვე გაათავისუფლებდნენ ტერიტორიას და დააბრუნებდნენ მშვიდობას, რადგან უკრაინელი სამხედროების უპირატესობა ტაქტიკაში და სიბრძნეში საკმაოდ აშკარაა.
“უსამართლოა, რომ უკრაინა კვლავ იძულებულია ითხოვოს ის, რასაც მისი პარტნიორები წლების განმავლობაში სადღაც საწყობებში ინახავენ. მათ თუ აქვთ იარაღი, რაც უკრაინას სჭირდება აქ, რაც ჩვენ გვჭირდება ახლა, თუ აქვთ საბრძოლო მასალა, რომელიც ჩვენ გვჭირდება აქ და გვჭირდება ახლა, მაშინ მათი, უპირველეს ყოვლისა, მორალური მოვალეობაა, დაეხმარონ თავისუფლების დაცვას. დაეხმარეთ ათასობით უკრაინელის სიცოცხლეს. თუ ომის პირველ კვირას მივიღებდით იმას, რასაც ახლა ვიღებთ, დარწმუნებული ვარ, უკრაინისთვის და ევროპის თავისუფლებისთვის უფრო დიდი სარგებელი იქნებოდა. და თუ ახლავე მივიღებთ იმას, რისი გადაცემასაც გეგმავს ზოგიერთი პარტნიორი უკრაინას უახლოეს კვირებში, ეს გადაარჩენს ათასობით, ადამიანის სიცოცხლეს. მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსული ჯარების ცეცხლის ინტენსივობა ხარკოვის მიმართულებით, დონბასსა და დნეპროპეტროვსკის რეგიონში. ისინი კვლავ თვლიან ჩვეულებრივ საცხოვრებლებს ნორმალურ სამიზნედ. ამ ომში რუსული არმია სამუდამოდ ჩაიწერება მსოფლიო ისტორიაში, როგორც ალბათ, ყველაზე ბარბაროსული და არაადამიანური არმია მსოფლიოში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს