
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინი კონსტანტინოვკაში ორმხრივი შეხვედრისთვის მიიწვია მას შემდეგ, რაც მან ქალაქის რუსების მიერ "დაკავების" შესახებ განცხადება გააკეთა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის წინა დღეს პუტინმა გადაწყვიტა, მსოფლიოსთვის და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ ტყუილი ეთქვა.
"თუ კონსტანტინოვკა ახლა რუსეთის კონტროლის ქვეშაა, მაშინ პუტინს ალბათ, არ გაუჭირდება იქ ჩემთან შეხვედრა და დიპლომატიური გადაწყვეტილებების პოვნა ომის საბოლოოდ დასასრულებლად. სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან“, - განაცხადა ზელენსკიმ.
3 ივლისს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა დონეცკის ოლქში ქალაქი კოსტანტინოვკა დაიკავეს. აღნიშნულს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი უარყოფს და აცხადებს, რომ კონსტანტინოვკა უკრაინის თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშაა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს