ზელენსკი – უკრაინა აგრძელებს “აზოვსტალიდან“ ხალხის გადასარჩენად მოლაპარაკებებს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა აგრძელებს „აზოვსტალიდან“ ხალხის გადასარჩენად მოლაპარაკებებს, თუმცა ამისთვის სიჩუმის რეჟიმია საჭირო, რომლის უზრუნველსაყოფადაც უკრაინა მზად არის,- ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ვათანხმებთ და ვიმედოვნებთ, გავაგრძელებთ ხალხის გადარჩენას „აზოვსტალიდან“, მარიუპოლიდან. იქ კიდევ რჩებიან სამოქალაქოები, ქალები, ბავშვები. მათ გადასარჩენად საჭიროა სიჩუმის რეჟიმი. უკრაინული მხარე მზად არის მის უზრუნველსაყოფად. საჭიროა დრო, რომ უბრალოდ ამოვიყვანოთ ხალხი ამ სარდაფებიდან, მიწისქვეშ არსებული თავშესაფრებიდან. არსებული პირობებით შეუძლებელია სპეციალური ტექნიკის გამოყენება, ნანგრევების გასაწმენდად. ყველაფერი ხელით ხდება. თუმცა გვჯერა, რომ გამოგვივა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე გაერო-ს გენერალურ მდივანსაც ესაუბრა.
ზელენსკის თქმით, 4 მაისს დასრულდა მარიუპოლიდან ევაკუაციის მეორე ეტაპი. ქალაქიდან და მისი შემოგარენიდან 344 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს