Logo

ზელენსკი – უკრაინა ამზადებს მძლავრ ნაბიჯებს, მომავალი კვირა საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება

უკრაინა
892
Frontnews image description

უკრაინა მძლავრ ნაბიჯებს ამზადებს რუსეთის ფედერაციისთვის ტრიბუნალის შესაქმნელად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

პრეზიდენტის თქმით, მომავალი კვირა საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება უკრაინელებისთვის სამართლიანობისთვის ბრძოლის კუთხით, კერძოდ, ტერორისტული სახელმწიფოს და მისი ყველა ომის დამნაშავეების დასჯისთვის.

 

“ჩვენ ვამზადებთ რამდენიმე მნიშვნელოვან, მძლავრ ნაბიჯს, რათა გავაერთიანოთ პარტნიორები და მივცეთ მეტი ენერგია, რათა შეიქმნას ტრიბუნალი რუსული აგრესიის დანაშაულისთვის. და დავაჩქაროთ ტერორისტული სახელმწიფოს დამარცხება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, უკრაინისთვის და მსოფლიოსთვის საკმარისი არ არის, რომ რუსეთი იყოს სუსტი, რადგან ეს უკვე ხდება.

 

“აუცილებელია, რომ იგი სრულად იყოს პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც გააკეთა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ზელენსკიმ დღეს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა. პრეზიდენტის თქმით, ეს ეხება რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს.

Advertisement