ზელენსკი – უკრაინა ბახმუტს არ დათმობს

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა უარს არ იტყვის ბახმუტის დაცვაზე, რადგან ამ ქალაქის აღება გზას გაუხსნის რუს ოკუპანტებს სლავიანსკისა და კრამატორსკისკენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Al Arabia-სთან ინტერვიუში განაცხადა.
“ჩვენ არ შეგვიძლია ბახმუტის მიტოვება, რადგან ეს გააფართოებს ფრონტს და მისცემს რუსულ ჯარებს და “ვაგნერის” დაჯგუფებას შანსს, დაიკავონ ჩვენი მიწების მეტი ნაწილი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ უპასუხა განცხადებას იმის შესახებ, რომ თითქოს ბახმუტს არ აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბახმუტის აღება შეიძლება გახდეს ოკუპანტებისთვის პლაცდარმი და გზა გაუხსნას რუსეთს მნიშვნელოვანი ორი ქალაქისკენ. საუბარია სლავიანსკსა და კრამატორსკზე.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მოკავშირეებს მხარდაჭერისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ ისინი ასევე მხარს უჭერენ საკუთარ თავს უკრაინის დახმარებით.
“სიმართლე ისაა, რომ რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება და ეს ყველას ესმის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


