ზელენსკი - უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, ჩვენ გვჭირდება სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში. სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად აუცილებელია აგრესორზე ზეწოლის გაზრდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პირობები უმნიშვნელოვანესია: სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევა პრიორიტეტად რჩება.
"მოლაპარაკებების პირობები უმნიშვნელოვანესია - ჩვენ გვჭირდება სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა“, - აღნიშნა მან.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




