Logo

ზელენსკი - უკრაინა თავის მიწას ოკუპანტს არ დაუთმობს

უკრაინა
266
Frontnews image description

უკრაინის დროშა მიზანი და ოცნებაა ჩვენი ხალხისთვის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ დანამდვილებით იციან, რომ უკრაინა თავის მიწას ოკუპანტს არ აჩუქებს, -  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

„ეს დროშა მიზანი და ოცნებაა ჩვენი ბევრი ადამიანისთვის უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ისინი ამ დროშას აფასებენ, რადგან იციან, რომ ჩვენ ჩვენს მიწას ოკუპანტს არ დავუთმობთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა საუკეთესოებს აერთიანებს და ამან უკვე ბევრისთვის საერთო აზრი შექმნა, რომ მხოლოდ უკრაინასთან ერთად შეიძლება დემოკრატიული ერების უსაფრთხოების გარანტირება.

"ყველამ, ვინც თავისი წვლილი შეიტანა უკრაინის სიმბოლოს გაძლიერებაში, დღეს მადლიერების სიტყვებს მოისმენს. ეს აბსოლუტურად დამსახურებულია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის სახელმწიფო დროშის დღე ოფიციალურად დაწესდა უკრაინის პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას 2004 წლის 23 აგვისტოს ბრძანებულებით. 2009 წელს ვიქტორ იუშჩენკომ დაიწყო მისი აღმართვის ყოველწლიური ეროვნული ცერემონია.

მას შემდეგ, ყოველწლიურად, 23 აგვისტოს, მთელ უკრაინაში ლურჯი და ყვითელი დროშები აღიმართება, რაც პატივს მიაგებს ქვეყნის ისტორიას, თავისუფლებისთვის მებრძოლებს და ყველას, ვინც დღეს ამ სიმბოლოს ქვეშ დამოუკიდებლობისთვის იბრძვის.

Advertisement