ზელენსკი - უკრაინა ტყვეთა ფართომასშტაბიანი გაცვლისთვის ემზადება


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა ემზადება ტყვეთა ფართომასშტაბიანი გაცვლისთვის 1000 1000-ზე ფორმატით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ თითქმის ყოველდღე ისმენს ინფორმაციას უკრაინის მიერ რუსეთის ფედერაციასთან ფართომასშტაბიანი გაცვლისთვის მზადების შესახებ.
"რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ჩვენი ადამიანი უნდა გავათავისუფლოთ. ჩვენ ვამოწმებთ ინფორმაციას თითოეული ადამიანის შესახებ. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალური გავაკეთოთ. ჩვენ ძალიან ვცდილობთ“, - აღნიშნა მან.
16 მაისს, სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. ერთ საათზე მეტხანს მხარეებმა უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
შეხვედრის შემდეგ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა, განაცხადა, რომ შეთანხმება მიღწეულია ტყვეების 1000 1000-ზე ფორმატით გაცვლის შესახებ. ეს ინფორმაცია შემდგომში რუსეთშიც დაადასტურეს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ აღნიშნა, რომ უკრაინულმა მხარემ უკვე დაიწყო დასაბრუნებელი პირების სიებზე მუშაობა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა