Logo

ზელენსკი - უკრაინა ცეცხლის შეწყვეტას 6 მაისიდან აცხადებს

უკრაინა
207
Frontnews image description

უკრაინა მოსკოვის მიერ "გამარჯვების დღის" ზავის შეთავაზების ფონზე საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის ინიციატივით გამოდის. ის 6 მაისის ღამეს ამოქმედდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, უკრაინას რუსეთის მიერ გამოცხადებული საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან დაკავშირებით არც ერთი ოფიციალური მოთხოვნა არ მიუღია.

"ჩვენ მივიჩნევთ, რომ ადამიანის სიცოცხლე შეუდარებლად უფრო ღირებულია, ვიდრე ნებისმიერი წლისთავის "აღნიშვნა“. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ვაცხადებთ ცეცხლის შეწყვეტას 5-6 მაისის ღამის 00:00 საათიდან", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რეალისტურია დარჩენილ დროში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფა. 

"დროა, რუსეთის ლიდერებმა რეალური ნაბიჯები გადადგან ომის დასასრულებლად, მით უმეტეს, თუ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მიიჩნევს, რომ არ შეუძლია აღლუმის ჩატარება მოსკოვში უკრაინის კეთილი ნების გარეშე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინმა 8-9 მაისს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ "თუ კიევის რეჟიმი შეეცდება, განახორციელოს 9 მაისს მოსკოვზე დარტყმის მუქარა, რუსეთის ძალები განახორციელებენ საპასუხო, მასიურ სარაკეტო დარტყმას კიევის ცენტრში".

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები