ზელენსკი – უკრაინამ უსაფრთხოების ეფექტიანი გარანტიები ნატოში გაწევრიანებამდეც უნდა მიიღოს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინამ უსაფრთხოების ეფექტიანი გარანტიები ნატოში გაწევრიანებამდეც უნდა მიიღოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“რუსეთი უნდა გავიდეს უკრაინის ტერიტორიიდან. მთელი უკრაინა და ყველა ოკუპანტი. და გაეროს წესდების ყველა პუნქტი კვლავ უნდა ამოქმედდეს – რუსეთის არც ერთი საერთაშორისო სამართლის დარღვევა არ შეიძლება იგნორირებული იყოს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, სწორედ ამ პრინციპებით დაბრუნდება უსაფრთხოება და სიმშვიდე საერთაშორისო ურთიერთობებში და სწორედ ამისთვის არის მშვიდობის უკრაინული ფორმულა, აბსოლუტურად რეალური და საკმაოდ კონკრეტული.
“მშვიდობის ფორმულა დღესაც დეტალურად განიხილეს ემანუელ მაკრონთან, ისევე როგორც საერთაშორისო ღონისძიებები, რომელსაც წელს ვამზადებთ, კერძოდ, ნატოს ვილნიუსის სამიტზე”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ლიეტუვის სამიტზე ყველა მონაწილე სახელმწიფოს საერთო პოზიცია შეიძლება იყოს ისეთივე ამბიციური, როგორიც ევროპის უსაფრთხოებას სჭირდება.
“ამაში დარწმუნებული ვარ. უკრაინის უსაფრთხოების ეფექტური გარანტიები, ანუ, ფაქტობრივად, საერთაშორისო წესრიგისთვის, რომელიც დაფუძნებულია წესებზე, საჭიროა მანამდეც კი, სანამ ალიანსს შევუერთდებით”, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს