ზელენსკი - უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის შემდეგი მოლაპარაკებები 4 და 5 თებერვალს გაიმართება

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის აბუ-დაბიში შემდეგი მოლაპარაკებები 4 და 5 თებერვალს გაიმართება და არა დღეს, როგორც დაგეგმილი იყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"ჩვენმა მომლაპარაკებელმა ჯგუფმა ახლახან წარადგინა ანგარიში. შემდეგი სამმხრივი შეხვედრების თარიღები დანიშნულია: 4 და 5 თებერვალი აბუ-დაბიში.
უკრაინა მზადაა არსებითი მოლაპარაკებებისთვის და ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ შედეგი ომის რეალურ და ღირსეულ დასრულებასთან დაგვაახლოებს. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი
23 და 24 იანვარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართა სამმხრივი მოლაპარაკებები უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის. შეერთებულმა შტატებმა შეხვედრა დადებითად შეაფასა და კიევმა მას მნიშვნელოვანი უწოდა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




