Logo

ზელენსკი - უკრაინა აგრძელებს რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებს, რადგან რუსეთი არ წყვეტს უკრაინის ქალაქებზე თავდასხმას

უკრაინა
190
Frontnews image description

უკრაინა აგრძელებს რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმებს, მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებისა, შეზღუდონ ასეთი თავდასხმები გლობალურ ბაზრებზე არსებული ვითარების გამო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, პარტნიორებმა უკრაინას სთხოვეს, თავი შეეკავებინა რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისგან და მათ თავიანთი მოთხოვნები ახლო აღმოსავლეთში არასტაბილურობის გამო ენერგეტიკის სექტორში გლობალური გამოწვევებით ახსნეს.

თუმცა, ზელენსკიმ უარი თქვა ასეთ თხოვნებზე, რადგან რუსეთი ყოველდღიურად აგრძელებს უკრაინის ქალაქებსა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმას.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინა თეორიულად მზადაა განიხილოს ენერგომომარაგებაზე ორმხრივი თავდასხმების შეწყვეტის საკითხი, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადებები ჯერ არ გაკეთებულა.

"არავის შემოუთავაზებია ჩვენთვის ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტა. ჩვენ ღია ვართ ამისთვის, მაგრამ თუ რუსეთი თავს დაგვესხმება, ყველანაირად ვუპასუხებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები