ზელენსკი – უკრაინელებისთვის დაბრუნება ჯერ ნაადრევია, ომის ბოლო ეტაპი ყველაზე სისხლიანია


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი აცხადებს, ომის ბოლო ეტაპი ყველაზე რთული და სისხლიანია და უკრაინელებს საზღვარგარეთიდან დაბრუნებისკენ ჯერ ვერ მოუწოდებს.
“ფინალური ეტაპი არის ყველაზე რთული, ყველაზე სისხლიანი. ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ: “მორჩა, ომი დასრულდა”. გულწრფელად გეტყვით, რომ კიევის რეგიონის დეოკუპაციის შემდეგ კიევში ისეთი განცდაა, რომ ომი არ არის იმ მომენტამდე, ვიდრე რაკეტები არ დაფრინავენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ხალხი ხედავს, რომ ქვეყანა ცოცხლდება და პირობა დადო, რომ “ასეც იქნება“.
“დღეს მე არ შემიძლია მოვუწოდო ყველას “დაბრუნდით სახლში” ყველას, ვინც საზღვარგარეთ არის, რადგან ომი არ დასრულებულა. ეს არის ყველა ადამიანის არჩევანი ჯერჯერობით”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, მისი თქმით, ომის დასრულების შემდეგ უკრაინა უსაფრთხოების საკითხს დიდ ყურადღებას დაუთმობს.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს