Logo

ზელენსკი – უკრაინელებმა იციან როგორია ბრძოლა და საკუთარი თავისუფლების დაცვა მოედნებზე, ბარიკადებზე, ფრონტის ხაზზე

უკრაინა
1122
Frontnews image description

უკრაინელებმა იციან როგორია ბრძოლა და საკუთარი თავისუფლების დაცვა მოედნებზე, ბარიკადებზე, ფრონტის ხაზზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზეციური ასეულის გმირების დღესთან დაკავშირებით მიმართვაში განაცხადა.

 

მისივე თქმით, უკრაინელები არასოდეს ნებდებოდნენ ისტორიის რთულ და გადამწყვეტ მომენტებში და ყოველთვის ავლენდნენ გამბედაობას და თავგანწირვას.

 

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, დღეს უკრაინა პატივს სცემს გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს უკრაინისა და უკრაინელებისთვის ღირსების რევოლუციის დროს, ზეციური ასეულის გმირებს – სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანებს, სხვადასხვა რეგიონიდან, მაგრამ იგივე და ჭეშმარიტი ღირებულებების მქონე ადამიანებს.

 

“ღირსების რევოლუციიდან 9 წლის შემდეგ თავისუფალი და ძლიერი, ევროპული და დემოკრატიული, დამოუკიდებელი უკრაინისთვის ბრძოლა გრძელდება. უდავოა, რომ ხალხი ამ ყველაფერს დაიცავს და უკრაინელი გმირების ოცნებას აასრულებს.

 

მონებს არ უშვებენ სამოთხეში. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენს მიწაზე მტერი აღარ დარჩება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement