Logo

ზელენსკი – უკრაინის დახურული ცა გახდება ევროპის უსაფრთხოების საფუძველი

უკრაინა
421
Frontnews image description

საჰაერო თავდაცვის საშუალებით დახურული უკრაინის ცა შეიძლება გახდეს ევროპის უსაფრთხოების საფუძველი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ჩეხეთის პრემიერთან ერთად გამართულ ბრიფინზე განაცხადა.

 

მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა გაამახვილეს ყურადღება საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვისა და დრონებისგან დაცვის საკითხებზე, რომლებიც რუსეთის ჯარებმა ირანიდან შეიძინეს.

 

“როდესაც ჩვენ პარტნიორებთან ერთად უკრაინის ცის 100%-იან დაცვას უზრუნველვყოფთ, ეს გახდება ევროპული უსაფრთხოების ახალი სისტემის ერთ-ერთი ფუნდამენტური გარანტია, რადგან ეს რუსეთს ესკალაციის შესაძლებლობების მნიშვნელოვან ნაწილს წაართმევს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement