ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებული ძალები სუმის ოლქში წინ მიიწევს, რუსეთს ხარკოვის ოლქში მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის არმიას სუმის ოლქში კარგი შედეგები აქვს, ამავდროულად, რუსები ხარკოვის ოლქში მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"სუმის ოლქის სასაზღვრო რაიონში კარგი შედეგებია. ჩვენი დანაყოფები უკრაინის სახელმწიფო საზღვრისკენ წინსვლას აგრძელებენ.
რუსებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს ხარკოვის რეგიონში - კუპიანსკსა და დონეცკის ოლქში. ჩვენ ვაგრძელებთ მოქმედებას დობროპოლიის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ რუსული თავდასხმები მოგერიებული იყოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს