ზელენსკი – უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საბრძოლო კონტროლი აიღეს სასაზღვრო ზონაზე, სადაც რუსები შევიდნენ


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოახერხეს სასაზღვრო ზონის კონტროლი, სადაც რუსი ოკუპანტები შევიდნენ. საუბარია ხარკოვის რეგიონზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ახლა ჩვენმა ჯარისკაცებმა მოახერხეს საბრძოლო კონტროლის აღება სასაზღვრო ზონაზე, სადაც რუსი ოკუპანტები შევიდნენ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მან მადლობა გადაუხადა თითოეულ ქვედანაყოფს, რომელიც უზრუნველყოფს აუცილებელ შედეგებს ოკუპანტის განადგურებაში.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ სადაზვერვო ინფორმაციის გათვალისწინებით უკრაინის ჯარების შემდგომი ამოცანები განიხილა.
რუსულმა ჯარებმა დაიპყრეს ხარკოვის რეგიონის ჩრდილოეთით მცირე ტერიტორია და სასაზღვრო დასახლებების დაბომბვას განაგრძობენ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს