Logo

ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმზე რუსეთის შეტევითი ოპერაცია მთლიანად ჩაშალა

უკრაინა
388
Frontnews image description

უკრაინულმა ჯარებმა სუმზე რუსეთის შეტევითი ოპერაცია მთლიანად ჩაშალეს. მტერმა მძიმე დანაკარგები განიცადა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, შტაბის დღევანდელ სხდომაზე საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდება, არსებული თავდაცვითი რესურსები და უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებები განიხილეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ ფრონტის ძირითად რაიონებში არსებული ვითარების შესახებ ანგარიში წარადგინა.

"სუმის რეგიონში შედეგებია: დღეის მდგომარეობით, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სუმზე რუსეთის შეტევითი ოპერაცია ჩვენმა ძალებმა მთლიანად ჩაშალეს. ბრძოლები გრძელდება სუმის რეგიონის სასაზღვრო ზონაში, მაგრამ სუმის მიმართულებით რუსულმა დაჯგუფებამ დანაკარგების შედეგად შეტევითი შესაძლებლობები დაკარგა", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინის შეიარაღებული ძალები ასევე აქტიურად აგრძელებენ რუსეთის თავდასხმის წინააღმდეგ ბრძოლას დონეცკის ოლქსა და ზაპოროჟიეში.

Advertisement