ზელენსკი – უკრაინის შემდეგ იმავეს გაკეთებას შეეცდებიან მოლდოვაში, საქართველოში, ბალტიის ქვეყნებში და სხვაგანაც


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ გვჭირდება მეტი მძიმე შეიარაღება, ტანკები, არტილერია, ყველაფერ, რითიც შეგიძლიათ, დაგვეხმაროთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პორტუგალიის პარლამენტისადმი მიმართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთს სურს კონტროლი მთელ აღმოსავლეთ ევროპაზე.
“პორტუგალიელები ძალიან კარგად აცნობიერებთ, რას გრძნობს სხვა ხალხი, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში. ის ხალხი, ვინც იცავს მშვიდობას. თქვენ იცით, რა მოაქვს სიკვდილს და დიქტატურას უკრაინაში. უკრაინის შემდეგ, ისინი იმავეს გაკეთებას შეეცდებიან მოლდოვაში, საქართველოში, ბალტიის ქვეყნებში და სხვაგანაც, სადაც რუსეთს შეუძლია, ადვილად დაიბანოს ხელი. რუსეთის შეჩერება შეიძლება. ჩვენ შეგვიძლია, შევაჩეროთ რუსეთის დიქტატურა უკრაინაში.
მადლობა უკრაინის მხარდაჭერისთვის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. იმედი მაქვს, თქვენ ასევე დაუჭერთ მხარს რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესებას“, – განაცხადა ზელენსკიმ
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს