Logo

ზელენსკი - უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები მოიცავს მნიშვნელოვან ქმედებებს ხმელეთზე, ცასა და ზღვაზე

უკრაინა
331
Frontnews image description

უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები მოიცავს მნიშვნელოვან ქმედებებს ხმელეთზე, ცასა და ზღვაზე. ისინი ასევე შეეხება კიდევ ორ სფეროს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს კვირა ძალიან პროდუქტიული იყო.

"ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია - ეს არის მხარდაჭერისა და ღონისძიებების გეოგრაფია მხოლოდ ამ კვირისთვის“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, "მსურველთა კოალიციაში" 35 ქვეყანაა გაერთიანებული და 26 ქვეყანა მზადაა უკრაინის უსაფრთხოების გარანტირება მოახდინოს.

"უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში 26 ქვეყანაა ჩართული, ეს მნიშვნელოვანი რამ არის ხმელეთზე, ცაში, ზღვაზე, ასევე კიბერსივრცეში და ეს ასევე ჩვენი არმიის დაფინანსებაა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის საკმარისად ძლიერი უკრაინული არმია, რათა ჩვენი დამოუკიდებლობა, უკრაინის სუვერენიტეტი გარანტირებული იყოს. ეს კი ნიშნავს არმიისთვის იარაღს. უკრაინის არმიის გრძელვადიან დაფინანსებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement