Logo

ზელენსკი უკვე მაიამიშია - ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ის ევროკავშირის ლიდერებთან ისაუბრებს

უკრაინა
168
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. დაგეგმილია პრეზიდენტების ერთობლივი განცხადებები და სატელეფონო საუბარი ევროპელ ლიდერებთან.

ჯერჯერობით უცნობია, რომელი ევროპელი ლიდერები შეუერთდებიან საუბარს. ეს საკითხი ჯერ კიდევ დაზუსტების პროცესშია.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, ზელენსკი და ტრამპი მოლაპარაკებების დაწყებამდე ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეხვედრის დროს აუცილებლად წამოჭრის ტერიტორიულ საკითხს - ეს ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული საკითხია. უკრაინის ლიდერი ტრამპთან ერთად განიხილავს როგორც დონბასის, ასევე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურის საკითხს. ევროპელები ასევე დაესწრებიან მის შეხვედრას ტრამპთან ონლაინ რეჟიმში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები