Logo

ზელენსკი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ მათთან ერთად იბრძოლონ

უკრაინა
1293
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი უცხოელებს მოუწოდებს, ჩავიდნენ უკრაინაში და რუსეთის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლას შეუერთდნენ.

 

ამის შესახებ ზელენსკი უცხო სახელმწიფოების იმ მოქალაქეებისადმი მიმართვაში აცხადებს, რომლებიც ცდილობენ უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარონ.

 

“ყველა უცხოელს, ვისაც სურს შეუერთდეს წინააღმდეგობას რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ და მსოფლიო უსაფრთხოების დაცვას, ვიწვევთ ჩვენს სახელმწიფოში. უცხოელებისგან იქმნება ცალკე დანაყოფი – უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონი“, – განაცხადა ზელენსკიმ

 

თაგები:

უკრაინა
Advertisement