ზელენსკი – ვამზადებთ პასუხს მტრისთვის, ძალიან კონკრეტულს და სამართლიანს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამხედრო სარდლობას ესაუბრა, მან ასევე მოისმინა თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვის მოხსენება.
ზელენსკიმ ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრე სირსკისთან ისაუბრა. მათ განიხილეს უკრაინული ძალების შემდგომი მოქმედებების დაგეგმვა.
თავდაცვის მინისტრმა უმეროვმა საბრძოლო მასალების შესახებ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
ზელენსკისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროს ვასილი მალიუკს, დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელს კირილ ბუდანოვს და შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ კლიმენკოს შორის ცალკე საუბარი გაიმართა ხარკოვსა და უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებზე მტრის თავდასხმებთან დაკავშირებით.
“რუსეთი ერთი წუთით არ წყვეტს თავის ტერორს. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენი ხალხი იყოს საიმედოდ დაცული. ჩვენ ვამზადებთ პასუხს მტრისთვის – ძალიან კონკრეტული და სამართლიანი”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს