Logo

ზელენსკი – ვერც ერთი ბოროტება ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვერსად დაიმალება

უკრაინა
718
Frontnews image description

ვერც ერთი ბოროტება ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვერსად დაიმალება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ხსოვნისა და შერიგების დღესთან დაკავშირებით უკრაინელებისადმი მიმართავში განაცხადა.

 

უკრაინის პრეზიდენტმა მოქალაქეებს რუსი დამპყრობლების მიერ განადგურებული ბოროდიანკადან მიმართა.

 

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მთელი ცივილიზებული სამყარო, იხსენებს ნაციზმის ყველა მსხვერპლს მეორე მსოფლიო ომში, ამ დღეს ამბობენ “ისევ აღარასოდეს”, თუმცა სიტყვა „აღარასდროს“ 24 თებერვალს სარაკეტო დარტყმით წაიშალა, რამაც მთელი უკრაინა გამოაფხიზლა და დარჩა მხოლოდ “ისევ“.

 

მისივე თქმით, ბევრი უკრაინელისთვის, კალენდარული მაისის მიუხედავად, თებერვალი გრძელდება.

 

“შეიძლება არსებობდეს შავ-თეთრი გაზაფხული? შეიძლება თებერვალი იყოს მარადიული? შეიძლება ოქროს სიტყვებმა დაკარგოს ფასი? სამწუხაროდ, უკრაინამ იცის ყველა ამ კითხვაზე პასუხი. სამწუხაროდ, ეს პასუხები არის დიახ.

 

მაგრამ სიმართლე გაიმარჯვებს და ჩვენ ყველაფერს დავძლევთ. ამის მტკიცებულებაა ჰიტლერის ყოფილი შტაბი და ბუნკერი ვინიცასთან ახლოს. მხოლოდ რამდენიმე ქვა და ნანგრევები დარჩა მიგსნა, ვისაც თავი დაუმარცხებელი ეგონა.

 

ჩვენ აუცილებლად გავუმარჯვებთ, ისევ იქნება მშვიდობა. ჩვენ დავძლევთ ზამთარს, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო და 8 მაისსაც გრძელდება, მაგრამ ის აუცილებლად დასრულდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, უკრაინის დროშა კვლავ აღიმართება დროებით ოკუპირებულ ქალაქებსა და სოფლებზე.

Advertisement